საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანებასთან მემორანდუმი გააფორმა

2 ივნისი 2017

2 ივნისს,  სასტუმრო ,,CITADINE CITY CENTER“-ში,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა  და საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანებას  შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს 2018 წლის 1 იანვრიდან საადვოკატო პროფესიაში შემომსვლელი პირებისათვის, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ერთ წლიანი სტაჟირების პროგრამის განვითარებას, ხელშეწყობასა და მხარდაჭერას.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე  ზაზა ხატიაშვილმა  და საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთანების თავმჯდომარე  ციცინო ცხვედიანმა.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აერთიანებს 5000-მდე მოქმედ ადვოკატს, ხოლო საქართელოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანება აერთიანებს 80-ზე მეტ მოქმედ საადვოკატო ბიუროს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი